სიახლეები

Symantec-სა და იუ-ჯი-თის შორის პარტნიორობა გაღრმავდა

იუ-ჯი-თიმ მიიღო ვერცხლის პარტნიორის სტატუსი Information Protection-ის კომპეტენციაში. UGT IT Security-ს გუნდი მანამდეც გახლდათ Silver Partner სტატუსის მფლობელი Core Security-ის მიმართულებით. ახალი საპარტნიორო სტატუსი ჩვენი გამოცდილების კიდევ ერთი აღიარებაა. ეს ნიშნავს, რომ იუ-ჯი-თის პროფესიონალთა გუნდი მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია, დაგიგეგმონ თქვენს ინტერესებზე მორგებული ტექნიკური სამუშაოები და მაქსიმალურად ხელი შეუწყონ თქვენს კომპანიაში არსებულ მონაცემთა დაცვას სამუშაო სადგურებსა და სერვერებზე, ქსელში თუ ღრუბლოვანი სერვისების გამოყენებისას.
მეტი

გურამ გეგეშიძე – ელექტრონული წიგნი lit.ge-ზე

გამომცემლობა პალიტრა L გთავაზობთ თანამედროვე ქართველი კლასიკოსის გურამ გეგეშიძის ნაწარმოებთა ექვსტომეულს. გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს. იბეჭდება 1957 წლიდან. პირველმა რომანებმა – „ცოდვილი“ და „სტუმარი“ – იმთავითვე აღიარება მოუტანა მწერალს. განსაკუთრებით ყურადსაღებია რომანების ციკლი საერთო სათაურით „ქართლის ჭირი“, რომელიც წარმოადგენს XX საუკუნის საქართველოს მხატვრულ-ისტორიულ მატიანეს. ამ ციკლის რომანებია: „ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“ და „ნათლისქრობა“.
მეტი