სიახლეები

UGT-მ მოიპოვა F5 Network-ის Silver Partner სტატუსი.

UGT-მ მოიპოვა F5 Network-ის Silver Partner სტატუსი. ჩვენ პირველი და ერთადერთი კომპანია ვართ საქართველოში აღნიშნული საპარტნიორო წოდებით! F5 Network მრავალი წელია მსოფლიო ბაზრის ლიდერია ვებ აპლიკაციების უსაფრთხოების, დატვირთვის განაწილებისა და SSL ტრაფიკის დეშიფრაციის გადაწყვეტების მიმართულებით! აღნიშნული სტატუსი ადასტურებს UGT-ის მაღალ კომპეტენციას F5-ის პროდუქტების სრულ პორტფოლიოზე, მათ შორის, პროექტის არქიტექტურის შემუშავებასა და იმპლემენტაციაზე. 
მეტი

პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი"-ს ფარგლებში, პირველკლასელებს გადაეცათ 55 000 ცალი, გასულ წლებთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე acer-ის წარმოების, კომპიუტერი.

პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი"-ს ფარგლებში, პირველკლასელებს გადაეცათ 55 000 ცალი, გასულ წლებთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე acer-ის წარმოების, კომპიუტერი. გვეამაყება, რომ acer-თან ერთად მეოთხედ ვახორციელებთ ამ პროექტს და წვლილი შეგვაქვს ჩვენი მოსწავლეების შემეცნებითი პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებაში.
მეტი

UGT გახდა პირველი კომპანია, რომელმაც hp-ის Managed Print Services (მართული ბეჭდვითი მომსახურება) საქართველოში დანერგვის უფლება მოიპოვა!

UGT გახდა პირველი კომპანია, რომელმაც hp-ის Managed Print Services (მართული ბეჭდვითი მომსახურება) საქართველოში დანერგვის უფლება მოიპოვა!ამიერიდან, თქვენ შეგიძლიათ მართოთ ბეჭდვისა და სკანირების საჭიროებები უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით და დაზოგოთ მათთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯები.UGT ბეჭდვითი სისტემების მიმართულებით HP-სთან Gold Partner სტატუსს ფლობს.გარდა ამისა, ჩვენმა კომპანიამ პერსონალური სისტემების სერვისის და პრინტინგის მიმართულებით HP-სთან ოქროს პარტნიორის სტატუსი განაახლა.
მეტი

UGT-მ სასტუმრო Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate Georgia-ში თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის პროექტი განახორციელა.

UGT-მ სასტუმრო Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate Georgia-ში თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის პროექტი განახორციელა. პროექტი მოიცავდა IT ინფრასტრუქტურის, უსაფრთოების, სატელეფონო, სატელევიზიო სისტემების დანერგვასა და ინტეგრაციას. 6 აპრილს "Radisson Collection Tsinandali" უკვე ოფიციალურად გაიხსნა.
მეტი

ნექსის კიდევ ერთი ახალი პარტნიორი შეემატა.

ნექსის კიდევ ერთი ახალი პარტნიორი შეემატა. 2019 წლის 9 ივლისს ნექსიმ და Monnit-მა საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმეს.ამერიკული კომპანია  Monnit მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერია დისტანციური მონიტორინგის გადაწყვეტების მიმართულებით და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის უკაბელო სენსორებს და მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას.ასე რომ, ამიერიდან Monnit-ის პროდუქცია საქართველოში უკვე ოფიციალურად გახდა ხელმისაწვდომი!
მეტი

UGT-მ ელექტრობის, შენობის მართვის სისტემებისა და IT მიმართულებით ATC ბოინგის ქარხანაში უსაფრთხოების სისტემების დანერგვის პროექტი დაასრულა.

UGT-მ ელექტრობის, შენობის მართვის სისტემებისა და IT მიმართულებით ATC ბოინგის ქარხანაში უსაფრთხოების სისტემების დანერგვის პროექტი დაასრულა.პროექტში შედის ვიდეომეთვალყურეობის, დაშვების სისტემების, სიგნალიზაციის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის დანერგვა.შედეგად, ბოინგის ქარხანას ექნება ბევრად მაღალი უსაფრთხოება და თანამშრომლების ეფექტური მართვა.
მეტი

UGT-მ Hawlett Packard Enterprise-თან პლატინუმ პარტნიორის სტატუსი განაახლა.

UGT-მ Hawlett Packard Enterprise-თან პლატინუმ პარტნიორის სტატუსი განაახლა.შეგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც მსოფლიო ლიდერი კორპორაცია HPE-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსის „HPE Platinum Partner”-ის მფლობელია. 
მეტი

UGT-მ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (TFZ) ხანძრის აღმოჩენისა და ელექტრო სისტემების დანერგვის პროექტი განახორციელა.

UGT-მ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (TFZ) ხანძრის აღმოჩენისა და ელექტრო სისტემების დანერგვის პროექტი განახორციელა.პროექტში შედის ელექტრობის, განათების სისტემის, ხანძრის აღმოჩენისა და სიგნალიზაციის დამონტაჟება.
მეტი

ნექსის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Libelium-ის საპარტნიორო ეკოსისტემის ღონისძიებაში, რომელიც 6 -7 ივნისს ესპანეთში, ქალაქ სარაგოსაში გაიმართა.

ნექსის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Libelium-ის საპარტნიორო ეკოსისტემის ღონისძიებაში, რომელიც 6 -7 ივნისს ესპანეთში, ქალაქ სარაგოსაში გაიმართა.კომპანია Libelium მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია უკაბელო კავშირის სენსორული მოწყობილობების მიმართულებით და ნექსის პარტნიორი IoT გადაწყვეტების დიზაინსა და განვითარებაში. ორმხრივი შეთანხმების შედეგად, მალე ნექსიში გაიხსნება დემო ცენტრი, სადაც დაინტერესებული მომხმარებლებისთვის Libelium-ის პლატფორმების ბაზაზე განხორციელდება ჭკვიანი ქალაქისა და აგრიკულტურის გადაწყვეტების დემონსტრირება.
მეტი

შერატონ მეტეხი პალასში, ჩატარდა IT ინოვაციებთან დაკავშირებული ღონისძიება GITI

შერატონ მეტეხი პალასში, ჩატარდა IT ინოვაციებთან დაკავშირებული ღონისძიება GITI, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ნექსის სტენდი, ხოლო ჩვენი კომპანიის დირექტორი, გიორგი მაისურაძე, დამსწრეთა წინაშე წარსდგა IoT გადაწყვეტილებებისა და სერვისების შესახებ პრეზენტაციით.ნექსი ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს, ICT ბიზნეს საბჭოს და ყველას, ვინც გამონახა დრო, არ დაიზარა და მიიღო მონაწილეობა.რომელმაც IT დარგში მოღვაწე რამოდენიმე ასეულ ადამიანს მოუყარა თავი. 
მეტი

შპს ენსოლმა ქ/ს გორი220-ში დაამონტაჟა 40 მვა ავტო ტრანსფორმატორი, ჩვენმა დამონტაჟებულმა ტრანსფორმატორმა გაიარა ტესტირების რეჟიმი და 30 მაისიდან სრული დატვირთვის რეჟიმით მუშაობს.

შპს ენსოლმა ქ/ს გორი220-ში დაამონტაჟა 40 მვა ავტო ტრანსფორმატორი, ჩვენმა დამონტაჟებულმა ტრანსფორმატორმა გაიარა ტესტირების რეჟიმი და 30 მაისიდან სრული დატვირთვის რეჟიმით მუშაობს.
მეტი

ქვესადგურ გარდაბანი 500-სში შპს ენსოლმა დაამონტაჟა ბრიტანული Crompton Greaves-ის ელეგაზური ამომრთველები და ძაბვის აწევის შემზღუდველები

ქვესადგურ გარდაბანი 500-სში ლომთაგორის უჯრედში და ახალ მშენებარე გარდაბნის თბოსადგურ-2 ში, შპს ენსოლმა დაამონტაჟა ბრიტანული Crompton Greaves-ის ელეგაზური ამომრთველები და ძაბვის აწევის შემზღუდველები, ასევე თურქული EMEK-ის 220 იანი გამთიშველები.
მეტი

UGT DELL EMC-მა წლის ყველაზე ინოვაციური პარტნიორის ტიტულით დააჯილდოვა.

UGT DELL EMC-მა წლის ყველაზე ინოვაციური პარტნიორის ტიტულით დააჯილდოვა. ჩვენმა ტექნოლოგიების არქიტექტმა ირაკლი ბეროშვილმა ბრენდის განვითარების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პერსონალური ჯილდო - Personal Achievement Award მიიღო.
მეტი

UGT-მ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კამპანია #დარგეგანათლება დაიწყო.

UGT-მ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კამპანია #დარგეგანათლება დაიწყო. 17 მაისიდან, ჩვენი კომპანიის დაფინანსებით, შრომის უსაფრთხოების კურსი პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს უტარდებათ, ხოლო Excel-ის ტრენინგს სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურად დაუცველი სტუდენტები გაივლიან.
მეტი

ნექსიმ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში IoT Tech Spring 2019

ნექსიმ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში IoT Tech Spring 2019, რომელიც ქალაქ მოსკოვში ჩატარდა და გააერთიანა IoT ტექნოლოგიებზე სპეციალიზებული ასობით ორგანიზაცია და ექსპერტი, შეკრებილებ როგორც დსთ-ს, ასევე სხვა უამრავი ქვეყნიდან.ღონისძიების ფარგლებში გამართული შეხვედრები ნექსისთვის ემსახურება სხვა ქვეყნებში რეალიზებული პროექტების შესახებ გამოცდილების გაზიარებასა და ახალი პარტნიორების შეძენას.
მეტი

UGT ახორციელებს Axis Towers-ის კომპლექსში IT და ელექტრო სისტემების დანერგვის პროექტს.

UGT ახორციელებს Axis Towers-ის კომპლექსში IT და ელექტრო სისტემების დანერგვის პროექტს. პროექტში შედის სახანძრო უსაფრთხოების, გახმოვანების, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების, IT-ისა და სატელეფონო ქსელების დამონტაჟება. პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. გაიხსნა ჰიპერმარკეტი ,,აგროჰაბი“ და პარკინგის ტერიტორია. 
მეტი