სიახლეები

UGT გახდა პირველი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოსა და დ.ს.თ-ს ქვეყნებში, ვინც Maestro HyperScale Network Security სპეციალიზაცია და ექსპერტიზა მიიღო.

UGT გახდა პირველი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოსა და დ.ს.თ-ს ქვეყნებში, ვინც Maestro HyperScale Network Security სპეციალიზაცია და ექსპერტიზა მიიღო.Maestro წარმოადგენს Check Point-ის უსაფრთხოების უახლეს გადაწყვეტას. ის აერთიანებს NG Firewall აპარატურას Active-Active კლასტერში, უზრუნველყოფს უსაფრთხოების მოწყობილობების მაღალმდგრადობასა და ქსელური ნაკადის ბალანსირებას.Maestro განკუთვნილია ენტერპრაიზის, ტელეკომისა და ღრუბლოვანი სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის, რომელთა წარმადობა მუდმივად ზრდადია და ესაჭიროებათ მასშტაბირებადი და დაცული უსაფრთხოების გადაწყვეტა.
მეტი

UGT-მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში DELL EMC ECS ენტერპრაიზ კლასის ობიექტურ მონაცემთა სანახი სისტემა დანერგა.

UGT-მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში DELL EMC ECS ენტერპრაიზ კლასის ობიექტურ მონაცემთა სანახი სისტემა დანერგა.აღნიშნული სისტემის შერჩევა მოხდა იუ ჯი თი-ის, DELL EMC-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად. იგი უზრუნველყოფს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების ფუნქციონირებას, როგორებიცაა: 
მეტი

UGT-მ კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში #StopCov ფონდში 50 000 ₾ გადარიცხა.

UGT-მ კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში #StopCov ფონდში 50 000 ₾ გადარიცხა. დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას და მოცემული რეალობის შესაბამისად კომპანიების სწრაფ ადაპტირებას.
მეტი

UGT IFES Georgia-თან ერთად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია/CEC of Georgia-თვის ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპლექსურ პროექტს USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.

UGT IFES Georgia-თან ერთად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია/CEC of Georgia-თვის ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპლექსურ პროექტს USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პროექტი მოიცავს IT ინფრასტრუქტურის მოწყობასა და კიბერ უსაფრთხოების სისტემების დანერგვას. აღნიშნული თანამშრომლობა იუ ჯი თი-ს, IFES Georgia-სა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის, დღეს დისტანციურ რეჟიმში, ხელმოწერით გაფორმდა.
მეტი

UGT-მ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი/East European University-ში Microsoft Teams-ის მძლავრი საკომუნიკაციო სისტემა დანერგა.

UGT-მ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი/East European University-ში Microsoft Teams-ის მძლავრი საკომუნიკაციო სისტემა დანერგა.
მეტი

UGT-მ საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად დისტანციური სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, საკომუნიკაციო სისტემა - Microsoft Teams დანერგა.

UGT-მ საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად დისტანციური სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, საკომუნიკაციო სისტემა - Microsoft Teams დანერგა. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს უნივერსიტეტი/ University of Georgia ყველა სხვა სასწავლო დაწესებულებასთან ერთად, დისტანციური სწავლების გამოწვევის წინაშე დადგა. სალექციო პროცესების გამართვა კი, ჩვენი და მათი სერტიფიცირებული და პროფესიონალი სპეციალისტების მხარდაჭერით განვახორციელეთ.
მეტი

თბილისის მედიცინის ინსტიტუტში ენსოლმა ქალაქური ტიპის ქვესადგური დაამონტაჟა.

თბილისის მედიცინის ინსტიტუტში ენსოლმა ქალაქური ტიპის ქვესადგური დაამონტაჟა. ქვესადგური შეძლებს კლინიკის გაზრდილი მოთხოვნის სრულად და შეუფერხებლად დაკმაყოფილებას.10 დღიანი მუშაობის შემდეგ ძველი დაბალი სიმძლავრის მქონე ქვესადგური ჩვენ მიერ აწყობილი ახალი, გამართული და მძლავრი ქვესადგურით შეიცვლება.
მეტი

UGT-სა და The USAID Agriculture Program-ას შორის „თანამშრომლობის პირობები“ გაფორმდა.

UGT-სა და The USAID Agriculture Program-ას შორის „თანამშრომლობის პირობები“ გაფორმდა.USAID/Georgia-მ ჩვენთან ერთად გადაწყვიტა ფერმერების მხარდამჭერი პროექტის განხორციელება და სწორედ UGT-ის მიერ შექმნილი მობილური აპლიკაციით, პროგრამის ბენეფიციარები მოსავლის კრეფის პროცესის გამარტივებასა და დასაქმებული მუშახელის ეფექტიანობის გაზრდას შეძლებენ. 
მეტი

UGT-მ Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი-ს კომპლექსში, უკაბელო სახანძრო სისტემის დანერგვა დაიწყო.

UGT-მ Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი-ს კომპლექსში, უკაბელო სახანძრო სისტემის დანერგვა დაიწყო. სასტუმროში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო სისტემა მონტაჟდება, რომელიც WiFi ქსელის საშუალებით იმართება და უკვე ექსპლუატაციაში შესული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. უკაბელო სახანძრო სისტემის მთავარი უპირატესობა სწრაფი მონტაჟია, რომელიც არ მოითხოვს ნგრევის სამუშაოების ჩატარებას, კაბელირებას და მხოლოდ დეტექტორების საშუალებით უზრუნველყოფს ობიექტის და მისი დამსვენებლების უსაფრთხოებას.
მეტი

UGT-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიერ, უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში 100 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა დაამონტაჟა

UGT-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიერ, უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში 100 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა დაამონტაჟა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სამართალდარღვევაზე მყისიერი და მიზანმიმართული რეაგირება. მომავალში კი, თბილისის მასშტაბით, კიდევ 500 ვიდეოკამერის დამონტაჟებაა დაგეგმილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ზოგადი ხედვის კამერებს ადამიანის იდენტიფიკაცია შეუძლიათ, რაც კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნასა და უსაფრთხო გარემოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
მეტი

UGT-მ დუშეთის ისტორიული პარკის რეაბილიტაციაში VIVOTEK - ის ბრენდის, უმაღლესი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა დაამონტაჟა.

UGT-მ დუშეთის ისტორიული პარკის რეაბილიტაციაში VIVOTEK - ის ბრენდის, უმაღლესი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა დაამონტაჟა. პარკის რეაბილიტაცია, მსოფლიო ბანკის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტის (RDP III) ფარგლებში მიმდინარეობს.  დუშეთის პარკში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, ჩვენ მიერ დამონტაჟებული ზოგადი ხედვის ვიდეო-კამერები, პარკით მოსარგებლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს და ასევე, შეამცირებს ვანდალიზმით მიყენებულ ზარალს.
მეტი

UGT-მ მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის ქსელის გარეშე დარჩენილი 200-მდე ოჯახისთვის, მზის პანელების მონტაჟი დაიწყო.

UGT-მ მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის ქსელის გარეშე დარჩენილი 200-მდე ოჯახისთვის, მზის პანელების მონტაჟი დაიწყო.ეკოლოგიურ გარემოზე ზრუნვა და ელექტრო ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნა, დღესდღეობით, მსოფლიო მასშტაბის გამოწვევაა. საქართველოს მთავრობის დაკვეთითა და USAID-ის მხარდაჭერით, მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები ოჯახები, მზის პანელების საშუალებით, შეძლებენ საყოფაცხოვრებო და საოჯახო ტექნიკის მოხმარებას, რაც მათი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად  გააუმჯობესებს. საინსტალაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პარალელურად მიმდინარეობს. 
მეტი

ნექსიმ „ინტერნეტ მმართველობის" ფორუმში მიიღო მონაწიელობა

ნექსიმ მონაწილეობა მიიღო „ინტერნეტ მმართველობის ფორუმში,“ რომელიც 13 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო რუმსში ჩატარდა. ჩვენი კომპანიის დირექტორმა დამსწრე საზოგადოების წინაშე ისაუბრა IoT გადაწყვეტილებებისა და სერვისების მნიშვნელოვნობის შესახებ და საზოგადოებას გააცნო ნექსი ტექის ხედვები და მიზნები, რომელიც ემსახურება საქართველოში ნივთების ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობას.„საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი,“ მთლიანობაში ემსახურებოდა ინტერნეტთან დაკავშირებული საკითხების განხილვას და სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის ამ საკითხთან დიალოგის ხელშეწყობას.
მეტი

UGT-მ მიიღო Microsoft-ის 2019 წლის საუკეთესი პარტნიორის სტატუსი- UGT – Microsoft Partner of the Year 2019 Award Winner!

UGT-მ მიიღო Microsoft-ის 2019 წლის საუკეთესი პარტნიორის სტატუსი- UGT – Microsoft Partner of the Year 2019 Award Winner! ჩვენი წარმატება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს UGT-ის წვლილს Microsoft-თან ერთად ბიზნესის განვითარებაში, გამორჩეული სერვისებისა და გადაწყვეტილებების შექმნაში.
მეტი

ნექსიმ აამოქმედა Public LoRa სერვისი

ნექსიმ აამოქმედა Public LoRa სერვისი, რომლის დაფარვის ზონაც ვრცელდება ი.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის II კორპუსიდან რიგის ქუჩამდე და დოლიძის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩამდე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გექნებათ LoRa ტექნოლოგიის მოწყობილობა ან სენსორი, თქვენ მისი მეშვეობით მარტივად შეძლებთ უფასოდ ჩაერთოთ ქსელში, გაცვალოთ მონაცემები MQTT პროტოკოლით და დისტანციურად აკონტროლოთ მიღებული ინფორმაცია.ნექსის ღია LoRa სერვისი ამარტივებს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის ნივთების ინტერნეტის (IoT) ბაზაზე ახალი, ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებას და ამოქმდებას.
მეტი

UGT-მ სავაჭრო ცენტრ Tbilisi Mall-ში უსაფრთხოების სასტემების დანერგვა დაასრულა.

UGT-მ სავაჭრო ცენტრ Tbilisi Mall-ში უსაფრთხოების სასტემების დანერგვა დაასრულა. დაშვებისა და აღრიცხვის სისტემები "Rakeen Uptown Development"-ის მთლიანი შენობის კონკრეტულ ლოკაციებზე გაკეთდა. ჩვენ მიერ დანერგილი უსაფრთხოების სისტემები უზრუნველყოფს კომპანიის თანამშრომლებისა და მონაცემების უსაფრთხოებას და ამარტივებს დასწრების აღრიცხვას. 
მეტი