სიახლეები

6 აპრილს გაიმართა ჩვენი და Microsoft-ის ერთობლივი ONLINE კონფერენცია - ციფრული ტრანსფორმაცია და IT სერვისების მომავალი.

იუჯითის სერვისების დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა სამხარაძემ ისაუბრა თუ რა შეთავაზებები გვაქვს სერვისების მიმართულებით და როგორ ხდება IT-ის ტრანსფორმაცია სერვისული მოდელებისკენ.ჩვენს youtube channel-ზე შეძლებთ კონფერენციის განმავლობაში ჩატარებული სხვა პრეზენტაციების ნახვასაც, რომლებსაც ეტაპობრივად განვათავსებთ.შეგახსენებთ, რომ იუჯითი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ლოკალურ ქლაუდ სერვისებს სთავაზობს კომპანიებს. https://youtu.be/ClLqadhubTw
მეტი

იუჯითიმ Dell Technologies-ის Titanium Partner სტატუსი მოიპოვა!

იუჯითიმ Dell Technologies-ის Titanium Partner სტატუსი მოიპოვა!ჩვენ ვართ ერთადერთი ქართული კომპანია, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე კომპლექსური, უნიკალური პროექტები განახორციელა და Titanium სტატუსისთვის საჭირო თითოეული მოთხოვნა დააკმაყოფილა.იუჯითის გუნდს Dell Technologies-ის გადაწყვეტილებების მიმართულებით უმაღლესი კომპეტენცია გააჩნია.გარდა ამისა, იუჯითი ფლობს: ავტორიზებული სერვისის ცენტრის ოფიციალურ სტატუსს პირდაპირ კონტრაქტს თითოეული საპროდუქტო ჯგუფისთვის CIS ქვეყნებს შორის, ყველაზე სწრაფად მზარდი პარტნიორის ჯილდოს
მეტი

წარმოგიდგენთ ინოვაციურ მიდგომას, რომელიც საშუალებას გაძლევთ 5 დღეში, 5 ეტაპის გავლით შეაფასოთ თქვენი იდეის პოტენციალი.

დღევანდელი სწრაფად ცვალებადი გარემოს ფონზე, ახალი პროდუქტის პოტენციალის შეფასებისას დახარჯული დრო და ფინანსური რესურსი, ბიზნესისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია.კითხვაზე, რა მეთოდების გამოყენებაა ყველაზე სწორი შენი ბიზნესისა თუ ნებისმიერი იდეის შესაფასებლად, პასუხი Design Sprint-ია! Design Sprint არის Google-ის მიერ დანერგილი გამოცდილი მეთოდოლოგია, რომელსაც წარმატებით იყენებენ მსოფლიოში წამყვანი კომპანიები.ინოვაციური მიდგომა საშუალებას გაძლევთ 5 დღეში, 5 ეტაპის გავლით შეაფასოთ თქვენი იდეის პოტენციალი რისკისა და ფინანსური დანახარჯების მინიმუმამდე შემცირებით.
მეტი

იუჯითიმ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტისათვის, Microsoft Power BI-ს გამოყენებით, შექმნა საყოველთაო ჯანდაცვის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ (GGI) მხარდაჭერით, იუჯითიმ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტისათვის, Microsoft Power BI-ს გამოყენებით, შექმნა საყოველთაო ჯანდაცვის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა.Power BI საშუალებას მისცემს კომიტეტის წევრებს დაამუშაონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია და აწარმოონ მონაცემთა ვიზუალიზაცია ანალიტიკურ რეპორტებისა და Dashboard-ის სახით.Power BI-ზე დაფუძნებული სისტემა საქართველოს პარლამენტს მისცემს ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა:
მეტი

იუ ჯი თი-მ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პროექტში - „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“.

იუ ჯი თი-მ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პროექტში - „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“.პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნა ორი კანდიდატი, რომელიც ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის იუ ჯი თი-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში.პროექტი ხორციელდება ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (ICDC ) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის (
მეტი

იუ ჯი თი-მ კიდევ ერთი საპარტნიორო სტატუსი განაახლა!

იუ ჯი თი-მ კიდევ ერთი საპარტნიორო სტატუსი განაახლა!წელსაც, Aruba-ს ოქროს პარტნიორი ვართ, რომელიც ქსელური გადაწყვეტილებების წამყვანი ბრენდია.Aruba-ს განახლებული ოქროს სტატუსი ადასტურებს ჩვენს კომპეტენციას და სანდო პარტნიორობას.
მეტი

იუ ჯი თი-მ მაღაზიათა ქსელ SPAR-ში მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა Power BI დანერგა.

იუ ჯი თი-მ მაღაზიათა ქსელ SPAR-ში მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა Power BI დანერგა.საცალო გაყიდვებში სწორი სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მისაღებად, უმნიშვნელოვანესია ოპერატიული და მოქნილი ანალიტიკა.Power BI-ს დანერგვით კომპანიამ შეძლო:
მეტი

იუ ჯი თი პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კორპორაცია SAP-ის ერთადერთი ოქროს პარტნიორია საქართველოში !

იუ ჯი თი პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კორპორაცია SAP-ის ერთადერთი ოქროს პარტნიორია საქართველოში!SAP-თან ერთად, დღემდე არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. ოქროს პარტნიორის სტატუსი კი, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს და მუშაობის მაღალ სტანდარტებს ადასტურებს.შეგახსნებთ, რომ გასულ წელს წარმატებით გავიარეთ SAP-ის PCO Readiness Audit. ასევე, მოვიპოვეთ SAP Business All-In-One, SAP Analytics და SAP HANA საპროდუქტო ჯგუფებისთვის ავტორიზებული მხარდაჭერის სტატუსი.
მეტი

იუ ჯი თი-მ 2020 წლის დაჯილდოებაზე Dell Technologies-სგან Channel Services Delivery Excellence ჯილდო მიიღო.

ახალ წელს ახალი მიღწევებით ვიწყებთ!იუ ჯი თი-მ 2020 წლის დაჯილდოებაზე Dell Technologies-სგან Channel Services Delivery Excellence ჯილდო მიიღო.აღნიშნული ჯილდო ადასტურებს ჩვენს კომპეტენციას და სერვისების მიწოდების უმაღლეს ხარისხს, რასაც Dell-თან ხანგრძლივი პარტნიორობით მივაღწიეთ.Შეგახსენებთ, რომ იუ ჯი თი ფლობს Dell Technologies -ის ავტორიზებული სერვისის ცენტრის ოფიციალურ სტატუსს. ხოლო 2020 წელს, Dell-მა CIS ქვეყნებს შორის, ყველაზე სწრაფად მზარდ პარტნიორად (Fastest growing System Integrator) დაგვასახელა.
მეტი

2020 წელი გლობალური პანდემიის და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, წარმატებული აღმოჩნდა იუ ჯი თი-სთვის და გვსურს წელს, ჩვენ მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები შევაჯამოთ.

დავასრულეთ მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის ქსელის გარეშე დარჩენილი ოჯახებისთვის მზის პანელების დამონტაჟება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში DELL EMC ECS ენტერპრაიზ კლასის ობიექტურ მონაცემთა სანახი სისტემის პროექტი განვახორციელეთ. ასევე, Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate Georgia-სა და Park Hotel Tsinandali-ში სასტუმროზე მორგებული თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები დავნერგეთ. დავასრულეთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია/CEC of Georgia-სთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპლექსური პროექტი.
მეტი

იუ ჯი თი-მ კომპანიაში TBC Leasing - თიბისი ლიზინგი გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციისთვის #Microsoft Dynamics 365-ის #CRM სისტემა დანერგა.

იუ ჯი თი-მ კომპანიაში TBC Leasing - თიბისი ლიზინგი  გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციისთვის #Microsoft Dynamics 365-ის #CRM სისტემა დანერგა.სისტემის საშუალებით ორგანიზაციას შეუძლია მართოს ინფორმაცია კომპანიების, კონტაქტებისა და ლიდების შესახებ, დაუსახოს თანამშრომლებს მიზნები და მიმდინარე რეჟიმში ადევნოს თვალი მონაცემებს.CRM-ის საშუალებით გაყიდვების ეტაპების ავტომატიზირება თანამშრომლებს დაეხმარება ეფექტიანად წარმართონ ბიზნეს პროცესი.სისტემაში მარტივად ხდება რეპორტების, დეშბორდების მართვა, დამატება და მომხმარებელს შეუძლია მისი საკუთარ სამუშაო პროცესზე მორგება.CRM-ში არსებული ინფორმაციის დამუშა
მეტი

UGT-სა და Prodware Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

UGT-სა დაProdware Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენი და Prodware Georgia-ს კლიენტები Microsoft Azure Stack-ის სერვისების გამოყენებით შეძლებენ უფრო სწრაფად და ეფექტიანად მართონ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი. ასევე, შექმნან ღრუბლოვანი და ჰიბრიდული გადაწყვეტილებები.Prodware Group არის Microsoft-ის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი ავტომატიზაციის მიმართულებით.
მეტი

UGT-მ The USAID Agriculture Program-სთან თანამშრომლობით მოსავლის აღრიცხვის მობილური აპლიკაცია შექმნა.

UGT-მ The USAID Agriculture Program-სთან თანამშრომლობით ქართველ ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, მოსავლის აღრიცხვის მობილური აპლიკაცია შექმნა.თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ სწორად დაგეგმონ რესურსები, გაამარტივონ კრეფის პროცესი და გაზარდონ დასაქმებული მუშახელის ეფექტიანობა.უფრო მეტს ჩვენი და USAID-ის მიერ, ერთობლივად მომზადებული ვიდეოდან შეიტყობთ. https://youtu.be/IWuWnwtc34Y
მეტი

იუ ჯი თი, წელსაც უცვლელად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა თეთრ სიაშია.

იუ ჯი თი, წელსაც უცვლელად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა თეთრ სიაშია.ჩვენმა კომპანიამ დააკმაყოფილა სააგენტოს თითოეული მოთხოვნა და ზედმიწევნით შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.თეთრი სია სააგენტოს ოფიციალური რეესტრია, რომელსაც იგი საკუთარ ვებ-გვერდზე (www.procurement.gov.ge) 2012 წლიდან აწარმოებს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.იუ ჯი თი პირველი აიტი კომპა
მეტი

დაიწყე ახალი წელი ახალი ERP სისტემით !

დაიწყე ახალი წელი ახალი ERP სისტემით!დანერგეთ თქვენს კომპანიაში Microsoft Dynamics BC ერთ თვეში და შეხვდით მომავალ წელს სრულად ავტომატიზირებული პროცესებით.დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე  https://bit.ly/UGT_ERP და შეავსოთ მოკლე სარეგისტრაციო ფორმა.რეგისტრაციიდან უახლოეს პერიოდში ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ. 
მეტი