UGT-მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში DELL EMC ECS ენტერპრაიზ კლასის ობიექტურ მონაცემთა სანახი სისტემა დანერგა.

UGT- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში DELL EMC ECS ენტერპრაიზ კლასის ობიექტურ მონაცემთა სანახი სისტემა დანერგა.

აღნიშნული სისტემის შერჩევა მოხდა იუ ჯი თი-ის, DELL EMC-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად. იგი უზრუნველყოფს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების ფუნქციონირებას, როგორებიცაა

  • უძრავი ქონების რეესტრი
  • მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი
  • ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი
  • ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდი და სხვა

სისტემის მაღალმდგრადობისა და სერვისების უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, ჩვენმა სპეციალისტებმა F5-ის წარმოების Load Balancer გამოიყენეს და მონაცემები ორ სხვადასხვა დატა ცენტრში განათავსეს. პროექტის განხორციელებისთვის, გადაწყვეტილების დემონსტრირებისა და მისი დანერგვისთვის,

UGT-ის მაღალი კომპეტენციის მქონე ექსპერტებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს IT ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაკაშვილმა და DELL EMC-ის რეგიონზე ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა კოტე ორმოცაძემ.

სისტემის დანერგვით მნიშვნელოვნად გაიზრდება სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა.

Related News

Cisco საკუთარ ოპერაციულ სისტემას გამოუშვებს, სახელწოდებით “Lindt”

Cisco-თვის სვიჩების ბიზნესი ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე შემოსავლიანი ხაზია. გასულ წელს, ამ სეგმენტში წლიურმა შემოსავალმა $14.7 მილიარდს მიაღწია. თუმცა, თუ წინა წლებს გადავხედავთ, Cisco-ს პოზიცია ქსელური აპარატურის ბაზარზე ბოლო დროს გარკვეულწილად შესუსტდა. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ახალი კონკურენტი გამოჩნდა, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში, საკმაოდ კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ. სწორედ, ამ გამოწვევის საპასუხოდ გადაწყვიტა Cisco-მ მისი პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი ტექნიკის ბიზნესისგან გამოყოს.უფრო მეტი ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://fossbytes.com/cisco-developing-networking-operatin…/
მეტი