UGT-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, პირველკლასელ მოსწავლეებსა და მათ დამრიგებლებს 55000 ცალი acer-ის წარმოების სასკოლო ნეთბუქები გადასცა.

UGT-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერისფარგლებში, პირველკლასელ მოსწავლეებსა და მათ დამრიგებლებს 55000 ცალი acer-ის წარმოების სასკოლო ნეთბუქები გადასცა. 

ქვეყანაში მიმდინარე პანდემიისა და რთული პერიოდის მიუხედავად, შევძელით და დროულად და შეუფერხებლად განვახორციელეთ პორტაბელური კომპიუტერების მიწოდება ყველა რესურს ცენტრში საქართველოს მასშტაბით და წარმატებით დავასრულეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი !

ვულოცავთ სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ! მოხარულები ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს მოსწავლეების შემეცნებითი პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებაში და ვთავაზობთ გასულ წლებთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ტექნიკური მახასიათებლების მქონე პორტაბელურ კომპიუტერებს.

Related News

Cisco საკუთარ ოპერაციულ სისტემას გამოუშვებს, სახელწოდებით “Lindt”

Cisco-თვის სვიჩების ბიზნესი ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე შემოსავლიანი ხაზია. გასულ წელს, ამ სეგმენტში წლიურმა შემოსავალმა $14.7 მილიარდს მიაღწია. თუმცა, თუ წინა წლებს გადავხედავთ, Cisco-ს პოზიცია ქსელური აპარატურის ბაზარზე ბოლო დროს გარკვეულწილად შესუსტდა. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ახალი კონკურენტი გამოჩნდა, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში, საკმაოდ კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ. სწორედ, ამ გამოწვევის საპასუხოდ გადაწყვიტა Cisco-მ მისი პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი ტექნიკის ბიზნესისგან გამოყოს.უფრო მეტი ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://fossbytes.com/cisco-developing-networking-operatin…/
მეტი