UGT კომპანია IBM-მა - "TOP IBM Software Business Partner" სტატუსით დააჯილდოვა.

UGT კომპანია IBM-მა - "TOP IBM Software Business Partner" სტატუსით დააჯილდოვა.

ყოველწლიურ ციფრულ ღონისძიებაზე IBM-მა პარტნიორებს 2020 წლის გეგმები და სტრატეგია გაუზიარა. ხოლო, შემდეგ ბიზნესში შეტანილი წვლილისთვის და ტრანსფორმაციისთვის მოწინავე პარტნიორები დააჯილდოვა. აღნიშნული ჯილდო IBM-ისა და იუ ჯი თი- გუნდური მუშაობის შედეგია და უმაღლესი ხარისხის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

მადლობას ვუხდით ჩვენს მაღალკვალიფიციურ გუნდის წევრებს აღნიშნული სტატუსის მიღწევაში, რაც მუდმივი წინსვლის, განხორციელებული პროექტებისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

Related News

Cisco საკუთარ ოპერაციულ სისტემას გამოუშვებს, სახელწოდებით “Lindt”

Cisco-თვის სვიჩების ბიზნესი ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე შემოსავლიანი ხაზია. გასულ წელს, ამ სეგმენტში წლიურმა შემოსავალმა $14.7 მილიარდს მიაღწია. თუმცა, თუ წინა წლებს გადავხედავთ, Cisco-ს პოზიცია ქსელური აპარატურის ბაზარზე ბოლო დროს გარკვეულწილად შესუსტდა. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ახალი კონკურენტი გამოჩნდა, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში, საკმაოდ კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ. სწორედ, ამ გამოწვევის საპასუხოდ გადაწყვიტა Cisco-მ მისი პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი ტექნიკის ბიზნესისგან გამოყოს.უფრო მეტი ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://fossbytes.com/cisco-developing-networking-operatin…/
მეტი