UGT კომპანია Dell Technologies-ის მიერ CIS ქვეყნებს შორის, ყველაზე სწრაფად მზარდ პარტნიორად (Fastest growing System Integrator) დასახელდა.

UGT კომპანია Dell Technologies-ის მიერ CIS ქვეყნებს შორის, ყველაზე სწრაფად მზარდ პარტნიორად (Fastest growing System Integrator) დასახელდა. ყოველწლიური დაჯილდოვება დღეს, დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და იუ ჯი თი იყო ერთადერთი ქართული ინტეგრატორი კომპანია, რომელიც ღონისძიების ფარგლებში Dell Technologies-მა დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, Dell Technologies-ის „წლის ყველაზე ინოვაციური პარტნიორი“ გავხდით და ჩვენმა ტექნოლოგიების არქიტექტმა ირაკლი ბეროშვილმა ბრენდის განვითარების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პერსონალური ჯილდო - Personal Achievement Award მიიღო. მიმდინარე წელს, Dell Technologies-ის პლატინუმ საპარტნიორო სტატუსთან ერთად, თითოეული საპროდუქტო ჯგუფისთვის პირდაპირი კონტრაქტი მოვიპოვეთ.