იუ ჯი თი Dell Technologies Forum 2020-ის ვერცხლის სპონსორი იყო

26 ნოემბერს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის Dell Technologies Forum 2020 გაიმართა.
იუ ჯი თი ფორუმის ვერცხლის სპონსორი იყო. ღონისძიების მთავარ მიზანს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარება და რეგიონში ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარება წარმოადგენდა.
ჩვენი IT ინფრასტრუქტურისა და IT უსაფრთხოების სისტემების დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჩომახაშვილი Dell Technologies Forum 2020-ზე მიწვეული იყო, როგორც Dell-ის წარმატებული პარნტიორი რეგიონის მასშტაბით.
ზურამ UGT-ის და Dell-ის მიერ ერთობლივად განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე, თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაციის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.