იუ ჯი თი, წელსაც უცვლელად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა თეთრ სიაშია.

იუ ჯი თი, წელსაც უცვლელად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა თეთრ სიაშია.
ჩვენმა კომპანიამ დააკმაყოფილა სააგენტოს თითოეული მოთხოვნა და ზედმიწევნით შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
თეთრი სია სააგენტოს ოფიციალური რეესტრია, რომელსაც იგი საკუთარ ვებ-გვერდზე (www.procurement.gov.ge) 2012 წლიდან აწარმოებს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
იუ ჯი თი პირველი აიტი კომპანიაა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში მოხვდა და ყოველ წელს წარმატებით ართმევს თავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ არსებულ ნაკისრ ვალდებულებებს.