იუ ჯი თი-მ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პროექტში - „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“.

იუ ჯი თი-მ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პროექტში - „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“.
პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნა ორი კანდიდატი, რომელიც ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის იუ ჯი თი-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში.
პროექტი ხორციელდება ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (ICDC ) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის (The USAID Economic Security Program) მხარდაჭერითა და დაფინანსებით.