იუჯითის თანამშრომლებმა, ვატო ჩანტლაძემ და ალექსანდრე ლაგვილავამ საქართველოში პირველებმა ჩააბარეს ახალი გამოცდა - Check Point Certified Troubleshooting Expert (CCTE)

იუჯითის თანამშრომლებმა, ვატო ჩანტლაძემ და ალექსანდრე ლაგვილავამ საქართველოში პირველებმა ჩააბარეს ახალი გამოცდა - Check Point Certified Troubleshooting Expert (CCTE).

შედეგად, იუჯითი ერთადერთი ქართული კომპანია გახდა, რომელსაც Check Point-ის მხარდაჭერის სერვისის ოფიციალური სტატუსები აქვს: Collaborative Support და Appliance Support.

ამჟამად, ჩვენი კიბერ უსაფრთხოების ექსპერტების გუნდი უზრუნველყოფს Check Point-ის პირველი და მეორე დონის ოფიციალურ მხარდაჭერის სერვისს.

Related News

Cisco საკუთარ ოპერაციულ სისტემას გამოუშვებს, სახელწოდებით “Lindt”

Cisco-თვის სვიჩების ბიზნესი ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე შემოსავლიანი ხაზია. გასულ წელს, ამ სეგმენტში წლიურმა შემოსავალმა $14.7 მილიარდს მიაღწია. თუმცა, თუ წინა წლებს გადავხედავთ, Cisco-ს პოზიცია ქსელური აპარატურის ბაზარზე ბოლო დროს გარკვეულწილად შესუსტდა. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ახალი კონკურენტი გამოჩნდა, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში, საკმაოდ კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ. სწორედ, ამ გამოწვევის საპასუხოდ გადაწყვიტა Cisco-მ მისი პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი ტექნიკის ბიზნესისგან გამოყოს.უფრო მეტი ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://fossbytes.com/cisco-developing-networking-operatin…/
მეტი