იუჯითიმ საქართველოში ლურჯი მოცვის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ კომპანიაში GeorgianBlue Microsoft #ERP სისტემა - კრეფის ავტომატიზაციის მობილური აპლიკაცია დანერგა.

იუჯითიმ საქართველოში ლურჯი მოცვის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ კომპანიაში GeorgianBlue Microsoft #ERP სისტემა - კრეფის ავტომატიზაციის მობილური აპლიკაცია დანერგა.

ფინანსური აღრიცხვის, მარაგების მართვის და #HRM მოდულის გარდა, სისტემა უზრუნველყოფს ისეთი პროცესების ავტომატიზაციას, როგორიცაა:

  •  აგრო-ოპერაციების აღრიცხვა

  •  კრეფის აღრიცხვა

  •  მიკვლევადობის კონტროლი

  •  კალიბრაცია-დაფასოების აღრიცხვა

  •  ტრანსპორტირება და გაყიდვა

 ჩვენ მიერ დანერგილი სისტემით GeorgianBlue შეძლებს კომპლექსურად მართოს მიმდინარე პროცესები, დროულად იყოს ინფორმირებული თითოეული რგოლის ფუნქციონირების შესახებ და მიიღოს ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

Related News

Cisco საკუთარ ოპერაციულ სისტემას გამოუშვებს, სახელწოდებით “Lindt”

Cisco-თვის სვიჩების ბიზნესი ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე შემოსავლიანი ხაზია. გასულ წელს, ამ სეგმენტში წლიურმა შემოსავალმა $14.7 მილიარდს მიაღწია. თუმცა, თუ წინა წლებს გადავხედავთ, Cisco-ს პოზიცია ქსელური აპარატურის ბაზარზე ბოლო დროს გარკვეულწილად შესუსტდა. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ახალი კონკურენტი გამოჩნდა, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში, საკმაოდ კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ. სწორედ, ამ გამოწვევის საპასუხოდ გადაწყვიტა Cisco-მ მისი პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი ტექნიკის ბიზნესისგან გამოყოს.უფრო მეტი ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://fossbytes.com/cisco-developing-networking-operatin…/
მეტი