იუჯითიმ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტისათვის, Microsoft Power BI-ს გამოყენებით, შექმნა საყოველთაო ჯანდაცვის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ (GGI) მხარდაჭერით, იუჯითიმ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტისათვის, Microsoft Power BI-ს გამოყენებით, შექმნა საყოველთაო ჯანდაცვის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა.
Power BI საშუალებას მისცემს კომიტეტის წევრებს დაამუშაონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია და აწარმოონ მონაცემთა ვიზუალიზაცია ანალიტიკურ რეპორტებისა და Dashboard-ის სახით.
Power BI-ზე დაფუძნებული სისტემა საქართველოს პარლამენტს მისცემს ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა:
- პროცესების ტენდენციების ოპერატიული მონიტორინგი და შეფასება
- შედეგების მოქნილი და აღქმადი სახით ვიზუალიზაცია
- მარტივად გამოსაყენებელი და ხელმისაწვდომი ინტერფეისი
- დიდი მოცულობის მონაცემების სწრაფად დამუშავება