გურამ გეგეშიძე – ელექტრონული წიგნი lit.ge-ზე

გამომცემლობა პალიტრა L გთავაზობთ თანამედროვე ქართველი კლასიკოსის გურამ გეგეშიძის ნაწარმოებთა ექვსტომეულს. გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს. იბეჭდება 1957 წლიდან. პირველმა რომანებმა – „ცოდვილი“ და „სტუმარი“ – იმთავითვე აღიარება მოუტანა მწერალს. განსაკუთრებით ყურადსაღებია რომანების ციკლი საერთო სათაურით „ქართლის ჭირი“, რომელიც წარმოადგენს XX საუკუნის საქართველოს მხატვრულ-ისტორიულ მატიანეს. ამ ციკლის რომანებია: „ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“ და „ნათლისქრობა“.