იუ-ჯი-თი წარმოადგენს რეგიონის მსხვილ სისტემურ ინტეგრატორს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. კომპანია ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს როგორც მსხვილ და საშუალო ბიზნეს, ისე სამთავრობო ორგანოებს.კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე, სერვისებსა და კონსალტინგზე დამყარებული გადაწყვეტილებების შემუშავება, დანერგვა და ფუნქციონირების მხარდაჭერა.კომპანია ასევე ცნობილია უმაღლესი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკისა და მაღალი დონის აპარატურის მიწოდებით. იუ-ჯი-თის პარტნიორები გახლავთ მსოფლიოს ლიდერი მწარმოებლები როგორიც არის Microsoft, HP, Cisco, Oracle, EMS, Check Point, Symantec, Unicum და სხვა.

დილაინს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს IT დისტრიბუტორ კომპანიებს შორის. მის მთავარ ამოცანას IT კომპანიების ადგილობრივ ბაზარზე განვითარება და მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურება წარმოადგენს. შედეგად, ჩვენი ლოიალური პარტნიორების რაოდენობა მზარდია, მათთან თანამშრომლობა კი მჭიდრო. კომპანია ორიენტირებულია კლიენტის მოთხოვნებზე. დილაინი მათ ინფორმაციულ და მარკეტინგულ მხარდაჭერას, საკრედიტო ხაზის შექმნას, კონსულტაციას, პრომო აქციებს, სემინარებს და კონფერენციებს სთავაზობს.

ენსოლი ენერგო ეფექტური გადაწყვეტების ლიდერი მიმწოდებელია იმ პროექტებისთვის, სადაც გარანტირებული ენერგო სისტემების მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ გთავაზობთ დიზელის და გაზის გენერატორებს, რომელიც მორგებულია როგორც საწარმოზე, ისე ინდივიდუალურ მომხმარებელზე.Ensol აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს ლიდერ მწარმოებლებთან, როგორიც არის Teksan Generators (თურქეთი).კლიენტებთან და პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს სრულყოფილად შევისწავლოთ თითოეული პროექტი და ზედმიწევნით დავაკმაყოიფლოთ კლიენტის მოთხოვნები.  

კომპანია „ამპერი“ დაარსდა 2012 წელს. დაარსებიდან დღემდე კომპანია მუდმივად ავითარებს ახალ მიმართულებებს დარგებისა და სერვისების მომსახურების სფეროში. ამპერი მომხმარებელს სთავაზობს მაღალკვალიფიციური მომსახურების სრულ პაკეტს, რომლის მიზანია მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.

ნექსი ტექი სპეციალიზირდება თანამედროვე, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დამყარებულ გადაწყვეტებსა და სერვისებზე, ისეთები როგორებიცაა: ნივთების ინტერნეტი (IoT), ხელოვნური ინტელექტი (AI), კორპორატიული ბლოკჩეინი და სხვ.

კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია პისიშოპ.ჯი გთავაზობთ უახლეს და საუკეთესო ხარისხის კომპიუტერულ ტექნიკას მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისგან. პისიშოპ.ჯის პირველი მაღაზია 2005 წელს გაიხსნა. მას შემდეგ კომპანია მუდმივად აფართოვებს პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფიოს ლიდერ მწარმოებლებთან და დღეისათვის წარმოვადგენთ შემდეგი კომპანიების ოფიციალურ დილერებს საქართველოში: HP, Sony, Acer, Dell, Intel, MSI, Seagate, Toshiba, Tripplite, TP-Link, FSP, Gembird, Microsoft, Kaspersky.

„აითი-ნოლიჯი“ საქართველოში IT სწავლების ბაზრის ლიდერი კომპანიაა. 2002 წლიდან დღემდე ის ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას და მუდმივად ნერგავს სიახლეებს IT სწავლების მიდგომაში. კომპანიის მიზანია საქართველოში სულ უფრო მეტი IT სპეციალისტის ჩამოყალიბება და მათი პროფესიონალიზმის მუდმივი ამაღლება.

კომპანია „Caucasus Yachts“ წარმოადგენს პრემიუმ კლასის იახტების, კატერების და საწყალოსნო სპორტის ერთადერთ მიმწოდებელს კავკასიის რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) და ყაზახეთში. ჩვენ გთავაზობთ “რივას” პრესტიჟულ იახტებს, “ფერეტის” მაღალი ხარისხის დიდი და საშუალო ზომის კრუიზერებს, “პერშინგის” ფირმის სპორტულ და “ქასთომ ლაინის” ბრენდის სპეციალური შეკვეთით დამზადებულ მდიდრულ იახტებს. აგრეთვე მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ წყლის მოტოციკლეტის, ჰიდროციკლის ან უფრო მცირე ზომის კატერი შეძენაში წყლის სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის.

lit.ge არის ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული წიგნების/პერიოდული გამოცემების შეძენისა და პირადი – დაცული ონლაინ ბიბლიოთეკის შექმნის სერვისებს.საიტზე შეძენილი წიგნის წაკითხვა შესაძლებელია იოტა რიდერის აპლიკაციების (Android, iOS, Mac (Apple), Windows) საშუალებით. 

კომპანია „აქტივუსი“ ახორციელებს სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის იმპორტს, რეალიზებული აპარატურის მონტაჟს და მომსახურე პერსონალის მომზადებას, ასევე, მათ შემდგომ მომსახურებას. მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან როგორიც არის: Hitachi, Samsung, Seiler და ა.შ.