იუ-ჯი-თი ჯგუფი, რომელიც უკვე 20 წელია უწყვეტად იკავებს წამყვან პოზიციებს საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, დღეისათვის 9 კომპანიას აერთიანებს.
ჰოლდინგის ძირითად ბიზნეს მიმართულებას, დაარსების დღიდან, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე, სერვისებსა და კონსალტინგზე დამყარებული გადაწყვეტილებების შემუშავება წარმოადგენდა. დღეისათვის, კი ჯგუფის შემადგენლობაში საკმაოდ განსხვავებული ბიზნეს მიმართულებები შედის, რომლებიც მოიცავს: ენერგო გადაწყვეტილებებს, ელექტრონულ წიგნებს, სასწავლო ცენტრს, სამედიცინო ტექნიკას, საბანკო გადაწყვეტილებებსა და ტექნიკურ დეპო/სერვისს.
2014 წლიდან იუ-ჯი-თი ჯგუფმა სრულიად ახალი მიმართულების განვითარება დაიწყო, საზღვაო ბიზნესში ჩაება და 2015 წელს Ferretti Group-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა.
იუ-ჯი-თი ჯგუფის 300 თანამშრომელი 20 წლიანი მოღვაწეობით დაგროვებული გამოცდილებით უზრუნველყოფს კლიენტების მიერ დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებას. თავად ჯგუფში შემავალი თითოეული კომპანიის წარმატებას კი მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან პარტნიორობა, კვალიფიციური კადრები, მათი მაღალი პროფესიონალიზმი და მუდმივად განვითარებისკენ სწრაფვა განსაზღვრავს.
იუ–ჯი-თი ჯგუფის მენეჯმენტი
- გიორგი ჭირაქაძე - პრეზიდენტი
- სარა ვილიამსონი - ვიცე-პრეზიდენტი
- ერმილე სულაძე - ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი
- გიორგი მაისურაძე - ვიცე-პრეზიდენტი
- გურამ ხოჯანაშვილი - ვიცე-პრეზიდენტი
- შიო ხეცურიანი - ბიზნესის განვითარების დირექტორი
- ინგა კუპატაძე - გენერალური დირექტორის მოადგილე,
მარკეტინგის დირექტორი - ადამ გამყრელიძე - ფინანსური დირექტორი