ვაგრძელებთ ჩვენი გუნდის 2021 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამებას.

ვაგრძელებთ ჩვენი გუნდის 2021 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამებას.

  •  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივაწოდეთ 55 500 ცალი #acer-ის წარმოების სასკოლო ნეთბუქი, პროექტის ფარგლებში - „ჩემი პირველი კომპიუტერი“.
  •  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Technology Equipment for Schools პროექტის ფარგლებში - Technology Equipment for Schools, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მივაწოდეთ Acer-ისა და #Lenovo-ს 6350 ცალი ლეპტოპი და acer-ის 898 ცალი პროექტორი.
  •  განვაახლეთ ACER-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსები - Acer Synergy Partner Platinum და Education Solution Centre Partner.
  •  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“(GGI) მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტისათვის შევქმენით საყოველთაო ჯანდაცვის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა.
  •  თიბისი ბანკში განვახორციელეთ ქსელის მიკროსეგმენტაციის და მომხმარებელთა დინამიური მობილურობის პროექტი Aruba Dynamic Segmentation გადაწყვეტილების ბაზაზე. რეგიონში პირველი მასშტაბური პროექტისთვის გადმოგვეცა #HPE-ს პრიზი -„ქსელის საუკეთესო პროექტი“.
  •  მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში დავნერგეთ #Dell EMC-ის VxRail ჰიპერ-კონვერგენტული ინფრასტრუქტურის გაწელილი კლასტერი და Dell EMC Elastic Cloud Storage ობიექტურ მონაცემთა სანახი სისტემა.
  •  ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ხუთი დამოუკიდებელი სასერვეროსთვის ეკო-მეგობრული გათბობა-გაგრილების სისტემა დავნერგეთ.
  •  წარმატებით დავასრულეთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (NAPR) მონაცემთა ცენტრის მიგრაციის პროექტი.
  •  თიბისი ბანკში დავნერგეთ ვირტუალური სამუშაო მაგიდების ინფრასტრუქტურა (VDI) #VMware Horizon-ის ბაზაზე. ამავე პროექტში დაინერგა:

        • Dell EMC #VxRail ჰიპერ-კონვერგენტული ინფრასტრუქტურის კლასტერი - აპარატურული პლატფორმა ვირტუალიზაციისთვის

        • Dell EMC Isilon მონაცემთა შენახვის სისტემა - #VDI-ს მომხმარებლების პროფილების და სამუშაო ფაილების შესანახად

        • VMware NSX-T ქსელის ვირტუალიზაციის პლატფორმა - VDI-ს ქსელის მიკრო-სეგმენტაციისთვის

  •  განვაახლეთ VMware-ის ყველაზე მაღალი საპარტნიორო სტატუსი - Principal Partner.
  •  HP-სთან განვაახლეთ Amplify Power Services Partner სტატუსი.
  •  2021 წელს დავიწყეთ SAP SuccessFactors-ის და #SAP-ის #ERP მოდულების დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე.
  •  პირველად საქართველოში, კიბერ საფრთხეებისგან დაცვისთვის Security Operation Center #SOC სერვისი შევთავაზეთ კომპანიებს.

მადლობას ვუხდით კლიენტებს, პარტნიორებს და ჩვენს გუნდს მიღწეული შედეგებისთვის!