2021 წელი იუჯითისთვის წარმატებებით და სიახლეებით იყო დატვირთული. წლის ბოლოს, გვსურს საპარტნიორო სტატუსებთან დაკავშირებული მიღწევები შევაჯამოთ და გაგიზიაროთ

    2021 წელი იუჯითისთვის წარმატებებით და სიახლეებით იყო დატვირთული. წლის ბოლოს, გვსურს საპარტნიორო სტატუსებთან დაკავშირებული მიღწევები შევაჯამოთ და გაგიზიაროთ!

  •  2021 წელს Dell Technologies-ის Titanium Partner სტატუსი მოვიპოვეთ.
  •  განვაახლეთ Hewlett Packard Enterprise-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი „HPE Platinum Partner”.
  •  წარმატებით გავიარეთ სერტიფიცირება ISO/IEC 27001 სტანდარტის შესაბამისად.
  •  გავხდით პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კორპორაცია SAP-ის ერთადერთი ოქროს პარტნიორი საქართველოში.
  •  Dell Technologies-მა ყოველწლიურ ღონისძიებაზე Partner of the Year ჯილდო გადმოგვეცა.
  •  წელსაც, Aruba-ს ოქროს პარტნიორი ვართ, რომელიც ქსელური გადაწყვეტილებების წამყვანი ბრენდია.
  •  იუჯითი, უკვე მეორედ, Dell Technologies-სგან Channel Services Delivery Excellence ჯილდოს მფლობელია.
  •  ჩვენმა თანამშრომლებმა, ვატო ჩანტლაძემ და ალექსანდრე ლაგვილავამ საქართველოში პირველებმა ჩააბარეს ახალი გამოცდა - Check Point Certified Troubleshooting Expert (CCTE).
  •  ვართ ერთადერთი ქართული კომპანია, რომელსაც Check Point-ის მხარდაჭერის სერვისის ოფიციალური სტატუსები აქვს: Collaborative Support და Appliance Support.
  •  იუჯითი გახდა Mikrosoft-ის SPLA (Services Provider License Agreement) პარტნიორი, რაც Microsoft-ის მხრიდან SPLA ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის რეგულარულ შემოწმებას გულისხმობს.
  •  იუჯითი წელსაც, 2012 წლიდან უცვლელად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა თეთრ სიაშია.
  •  და ბოლოს, წარმატებით გავიარეთ კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება და იუჯითი არის ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, რომელიც ერთდროულად ფლობს ISO 27001 და ISO 20000 სერტიფიკატებს.