იუჯითის Dell Technologies-მა ყოველწლიურ ღონისძიებაზე Partner of the Year ჯილდო გადასცა!

გვსურს ჩვენი კიდევ ერთი წარმატება გაგიზიაროთ. იუჯითის Dell Technologies-მა ყოველწლიურ ღონისძიებაზე Partner of the Year ჯილდო გადასცა!

აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს გამორჩეულ კომპეტენციას, წარმატებული პროექტების და გაყიდვების მასშტაბურობას, რასაც Dell-თან ხანგრძლივი პარტნიორობით მივაღწიეთ.

შეგახსენებთ, რომ წელს იუჯითიმ Dell Technologies-ის Titanium Partner სტატუსი მოიპოვა. ასევე, 2020 წელს, Dell-მა CIS ქვეყნებს შორის, ყველაზე სწრაფად მზარდ პარტნიორად (Fastest growing System Integrator) დაგვასახელა.

იუჯითი ფლობს Dell-ის ავტორიზებული სერვისის ცენტრის ოფიციალურ სტატუსს და პირდაპირ კონტრაქტს თითოეული საპროდუქტო ჯგუფისთვის.