იუჯითიმ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო-ს (NAPR) მიგრაციის პროექტი წარმატებით დაასრულა

იუჯითიმ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (NAPR) მიგრაციის პროექტი წარმატებით დაასრულა!

მიგრაცია ჩვენი გამოცდილი, სერტიფიცირებული ინჟინრების მიერ განხორციელდა, რომელთაც უმოკლეს დროში, 1 ღამეში შეძლეს ინფრასტრუქტურის ახალ ლოკაციაზე გადატანა და დიდი ნაწილის აწყობა.

მიგრაციის პროცესში ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისი სრულყოფილად და უხარვეზოდ ფუნქციონირებდა.

აღნიშნულ სისტემებზე განთავსებულია ათეულობით მილიონი ფაილი და რამდენიმე ასეულობით ტერაბაიტი მონაცემები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფო სერვისების სრულყოფილად და უხარვეზოდ ფუნქციონირებისთვის.

ჩვენმა გამოცდილმა ინჟინრებმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუნდთან ერთად, 100% სიზუსტით და სრულყოფილად შეასრულეს სააგენტოს მიერ ჩამოყალიბებული, სწორად განსაზღვრული გეგმა.

პროექტი მწარმოებლების რეკომენდაციებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.