იუჯითიმ ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ხუთი დამოუკიდებელი სასერვეროსთვის ეკო-მეგობრული გათბობა-გაგრილების სისტემა დანერგა.

იუჯითიმ ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ხუთი დამოუკიდებელი სასერვეროსთვის ეკო-მეგობრული გათბობა-გაგრილების სისტემა დანერგა.

ჩვენი გუნდის მიერ დანერგილი სისტემა იყენებს მეორად წყალს, რომელიც უკვე მონაწილეობდა შენობის გაგრილების ციკლში. აღნიშნული მიდგომით იზოგება ელექტრო ენერგია და გარემოს პრაქტიკულად ზიანი არ ადგება.

ქუთაისის აეროპორტისთვის დატაცენტრის მოწყობის პროექტი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო იყო.

მოხარულები ვართ, რომ შევძელით გამოგვეყენებინა მწვანე, ეკო-მეგობრული ტექნოლოგიები, რომელიც აეროპორტის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ამავდროულად, ენერგო დანახარჯებს შეამცირებს.