იუ-ჯი-თი ჯგუფი წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს, რომელიც მოღვაწეობს საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები კონცენტრირებული არიან როგორც კორპორაციულ კლიენტებსა და სახელმწიფო სექტორის მომსახურებაზე, ასვე რითეილზე და დისტრიბუციაზე.
იუ-ჯი-თი ჯგუფის მთავარი მახასიათებლებია: პროფესიონალიზმი, კლიენტებზე ზრუნვა, დამკვეთისათვის მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება. ჯგუფის წარმატებას განსაზღვრავენ შვილობილი კომპანიები, რომლებიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი მენეჯერებით, მაღალკვალიფიციური ექსპერტებით და ტექნიკური სპეციალისტებით. მათი უმრავლესობა კვალიფიკაციას იმაღლებს პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, რომლებიც მსოფლიო ლიდერებს წარმოადგენენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. იუ-ჯი-თი ჯგუფის მისიაა დაეხმაროს კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევაში, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებზე და სერვისებზე აგებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით. ჯგუფის შვილობილი კომპანიები მუდმივად ითვისებენ უახლეს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და კლიენტებს სთავაზობენ ყველაზე თანამედროვე მიღწევებზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ ეფექტიანად ეხმარება ბიზნეს-მიზნების მიღწევაში.
მენეჯმენტი
პრეზიდენტი
ვიცე პრეზიდენტი
ვიცე პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი
ვიცე პრეზიდენტი
ვიცე პრეზიდენტი, პერსონალური სისტემებისა და სექტორული გადაწყვეტების დეპარტამენტის დირექტორი
გენერალური დირექტორის მოადგილე, მარკეტინგის დირექტორი
გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე
ფინანსური დირექტორი