იუ-ჯი-თი ჯგუფის მიზანია საკუთარი თანამშრომლების მუდმივი განვითარება, მათი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ამაღლების გზით

ბუღალტერი ბოლო ვადა: 01 April 2019 EnSol

კომპანია Ensol აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული გატარებების (რეალიზაციის, მომსახურების, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება;
  • მიმდინარე ბუღალტრული გატარებების წარმოება და კონტროლი, მონიტორინგი და შეუსაბამობის შემთხვევაში პროცესების გასწორება;
  • წლიური ბიუჯეტის მომზადებისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა და მომზადება;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები და ა.შ.), წარმოება და დაარქივება;
  • სადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
  • საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა და სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
  • სასურველია ACCA-ს მინიმუმ პირველი და მეორე დონის შესაბამისი ცოდნის ფლობა;
  • სასურველია ERP პროგრამის - ნავიჟენის ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა  და კოორდინირირების უნარი.

 იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ შეესაბამებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და წარმატებულად გაართმევთ თავს აღწერილ სამუშაოს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე მოგვაწოდოთ ელ-ფოსტაზე: vacancy@ugt.ge,  სათაურის ველში მიუთითეთ „ბუღალტერი - ენსოლი“. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 30 მარტი 2019 თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი ჯგუფში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!