UGT „2017 წლის საუკეთესო სისტემური ინტეგრატორი“გახდა

საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონული კონფერენციის(GITI 2017) მე-10 საიუბილეო ღონისძებაზე UGT-ს „წლის საუკეთესო სისტემური ინტეგრატორი“-ს ჯილდო გადაეცა.

აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვება “იუ-ჯი-თი“-მ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის შესრულებული უნიკალური, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტით მოიპოვა.

UGT-ის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის (Oracle Extended Distance Real Application Cluster) საბოლოო მიზანი ორი სარკული მონაცემთა ცენტრის გაჩერების რისკების მინიმიზაცია იყო. მსგავსი სირთულის და მასშტაბის პროექტი ORACLE-ს დსთ-ის ქვეყნებში აქამდე არ განუხორციელებია.

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემა მოიცავს მთელ რიგ სახელმწიფო ფუნქციების მატარებელ უმნიშვნელოვანეს ქვესისტემებს, რომელთა ერთი საათით გაჩერებაც კი შესაძლოა მასშტაბური ზარალის მომტანი გახდეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისა და მოქალაქეებისათვის.

საუკეთესო ინტეგრატორის მიერ დანერგილი გადაწყვეტით მოხდა მონაცემთა შენახვის სისტემების ვირტუალიზაციის კონსოლიდაცია არსებული EMC VPLEX სისტემის ქვეშ, ისე რომ დეკლარირება და გადახდების განხორციელება არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით. ყველა სისტემა ამუშავდა active-active რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ ერთი მონაცემთა ცენტრის მთლიანი გათიშვა არ გამოიწვევს მომხმარებლისათვის სერვისის მიწოდების შეწყვეტას ან მონაცემების დაკარგვას. გარდა ამისა, აღნიშნული სისტემა უფრო მდგრადი გახდა და 4-ჯერ გაიზარდა მისი წარმადობა, რაც სახელმწიფოს ყოველწლიურად 1 000 000-მდე ლარს დაუზოგავს.

კიბერუსაფრთხოების კონფერენცია, რომელმაც წელს რეკორდული რაოდენობის სტუმარს უმასპინძლა, გახლავთ საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში. GITI 2017-ს 30-ზე მეტი ქვეყნის 600-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

Related News

Cisco საკუთარ ოპერაციულ სისტემას გამოუშვებს, სახელწოდებით “Lindt”

Cisco-თვის სვიჩების ბიზნესი ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე შემოსავლიანი ხაზია. გასულ წელს, ამ სეგმენტში წლიურმა შემოსავალმა $14.7 მილიარდს მიაღწია. თუმცა, თუ წინა წლებს გადავხედავთ, Cisco-ს პოზიცია ქსელური აპარატურის ბაზარზე ბოლო დროს გარკვეულწილად შესუსტდა. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ახალი კონკურენტი გამოჩნდა, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში, საკმაოდ კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ. სწორედ, ამ გამოწვევის საპასუხოდ გადაწყვიტა Cisco-მ მისი პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი ტექნიკის ბიზნესისგან გამოყოს.უფრო მეტი ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://fossbytes.com/cisco-developing-networking-operatin…/
მეტი