UGT-სა და CHECK POINT-ის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება

UGT-სა და Check Point-ის მრავალწლიანი წარმატებული სტრატეგიული ურთიერთობა გრძელდება. UGT პირველი კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც SandBlast-ის ავტორიზებული პარტნიორი გახდა.

ახალი სტატუსი ადასტურებს, რომ ჩვენი სერტიფიცირებული პროფესიონალები ფლობენ Check Point-ის Sandblast-ის, Sandblast Agent-ისა და Forensic გადაწყვეტილებების დანერგვისთვის საჭირო უნარჩვევებს.

აღნიშნული ტექნოლოგიები ე.წ. Zero-Day საფრთხეების პრევენციის ინოვაციური საშუალებებია, რაც დღევანდელი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

UGT არის, ასევე, Check Point-ის ერთადერთი სერტიფიცირებული საპორტის პროვაიდერი საქართველოში და ფლობს შემდეგ სტატუსებს: Certified Support Provider (CCSP/CSP) & Appliance Support (ACSP/ ACE).

Related News

Cisco საკუთარ ოპერაციულ სისტემას გამოუშვებს, სახელწოდებით “Lindt”

Cisco-თვის სვიჩების ბიზნესი ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე შემოსავლიანი ხაზია. გასულ წელს, ამ სეგმენტში წლიურმა შემოსავალმა $14.7 მილიარდს მიაღწია. თუმცა, თუ წინა წლებს გადავხედავთ, Cisco-ს პოზიცია ქსელური აპარატურის ბაზარზე ბოლო დროს გარკვეულწილად შესუსტდა. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ახალი კონკურენტი გამოჩნდა, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში, საკმაოდ კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ. სწორედ, ამ გამოწვევის საპასუხოდ გადაწყვიტა Cisco-მ მისი პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი ტექნიკის ბიზნესისგან გამოყოს.უფრო მეტი ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://fossbytes.com/cisco-developing-networking-operatin…/
მეტი