აითი-ნოლიჯისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ერთობლივი პროექტი

დაიწყო აითი-ნოლიჯისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ერთობლივი პროექტი - ,,კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“.

პროგრამის ფარგლებში, აჭარის დასაქმების სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებში მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებული 300 ბენეფიციარი, 2017 წლის ბოლომდე, გაივლის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ტრენერების მიერ მომზადებულ ტრენინგებს.

დასაქმების სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგად მოხდა საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერების საჭიროებების მოკვლევა და აითი-ნოლიჯის მიერ შემუშავდა შემდეგი ტრენინგ მოდულები: მარკეტინგი და გაყიდვები; ადამიანური რესურსების მართვა; შრომითი და პროფესიული უსაფრთხოება; ორგანიზაციის ფუნქციონირება და ადმინისტრირება; ხარისხის მართვა და მომსახურება; სოციალური მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა.

აღნიშნული ტრენინგები 1 დეკემბრამდე გაგრძელდება და იგი ხელს შეუწყობს ორგანიზაციებში პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მხრივ ცნობიერების გაზრდას, შრომის ნაყოფიერების ამაღლებასა და დამსაქმებლის საქმიანობის მდგრადობას. 
ქვეპროგრამას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია: შპს ,,აითი-ნოლიჯი" ახორციელებს.

Related News

Cisco საკუთარ ოპერაციულ სისტემას გამოუშვებს, სახელწოდებით “Lindt”

Cisco-თვის სვიჩების ბიზნესი ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე შემოსავლიანი ხაზია. გასულ წელს, ამ სეგმენტში წლიურმა შემოსავალმა $14.7 მილიარდს მიაღწია. თუმცა, თუ წინა წლებს გადავხედავთ, Cisco-ს პოზიცია ქსელური აპარატურის ბაზარზე ბოლო დროს გარკვეულწილად შესუსტდა. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ახალი კონკურენტი გამოჩნდა, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში, საკმაოდ კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ. სწორედ, ამ გამოწვევის საპასუხოდ გადაწყვიტა Cisco-მ მისი პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი ტექნიკის ბიზნესისგან გამოყოს.უფრო მეტი ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://fossbytes.com/cisco-developing-networking-operatin…/
მეტი