UGT

იუ-ჯი-თი წარმოადგენს რეგიონის მსხვილ სისტემურ ინტეგრატორს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. კომპანია ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს როგორც მსხვილ და საშუალო ბიზნეს, ისე სამთავრობო ორგანოებს.კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე, სერვისებსა და კონსალტინგზე დამყარებული გადაწყვეტილებების შემუშავება, დანერგვა და ფუნქციონირების მხარდაჭერა.კომპანია ასევე ცნობილია უმაღლესი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკისა და მაღალი დონის აპარატურის მიწოდებით. იუ-ჯი-თის პარტნიორები გახლავთ მსოფლიოს ლიდერი მწარმოებლები როგორიც არის Microsoft, HP, Cisco, Oracle, EMS, Check Point, Symantec, Unicum და სხვა.

Deline

დილაინს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს IT დისტრიბუტორ კომპანიებს შორის. მის მთავარ ამოცანას IT კომპანიების ადგილობრივ ბაზარზე განვითარება და მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურება წარმოადგენს. შედეგად, ჩვენი ლოიალური პარტნიორების რაოდენობა მზარდია, მათთან თანამშრომლობა კი მჭიდრო. კომპანია ორიენტირებულია კლიენტის მოთხოვნებზე. დილაინი მათ ინფორმაციულ და მარკეტინგულ მხარდაჭერას, საკრედიტო ხაზის შექმნას, კონსულტაციას, პრომო აქციებს, სემინარებს და კონფერენციებს სთავაზობს.

EnSol

ენსოლი ენერგო ეფექტური გადაწყვეტების ლიდერი მიმწოდებელია იმ პროექტებისთვის, სადაც გარანტირებული ენერგო სისტემების მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ გთავაზობთ დიზელის და გაზის გენერატორებს, რომელიც მორგებულია როგორც საწარმოზე, ისე ინდივიდუალურ მომხმარებელზე.Ensol აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს ლიდერ მწარმოებლებთან, როგორიც არის Teksan Generators (თურქეთი).კლიენტებთან და პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს სრულყოფილად შევისწავლოთ თითოეული პროექტი და ზედმიწევნით დავაკმაყოიფლოთ კლიენტის მოთხოვნები.  

Amper

კომპანია „ამპერი“ დაარსდა 2012 წელს. დაარსებიდან დღემდე კომპანია მუდმივად ავითარებს ახალ მიმართულებებს დარგებისა და სერვისების მომსახურების სფეროში. ამპერი მომხმარებელს სთავაზობს მაღალკვალიფიციური მომსახურების სრულ პაკეტს, რომლის მიზანია მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.

Activus

კომპანია „აქტივუსი“ ახორციელებს სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის იმპორტს, რეალიზებული აპარატურის მონტაჟს და მომსახურე პერსონალის მომზადებას, ასევე, მათ შემდგომ მომსახურებას. მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან როგორიც არის: Hitachi, Samsung, Seiler და ა.შ.

PCSHOP.GE

კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია პისიშოპ.ჯი გთავაზობთ უახლეს და საუკეთესო ხარისხის კომპიუტერულ ტექნიკას მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისგან. პისიშოპ.ჯის პირველი მაღაზია 2005 წელს გაიხსნა. მას შემდეგ კომპანია მუდმივად აფართოვებს პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფიოს ლიდერ მწარმოებლებთან და დღეისათვის წარმოვადგენთ შემდეგი კომპანიების ოფიციალურ დილერებს საქართველოში: HP, Sony, Acer, Dell, Intel, MSI, Seagate, Toshiba, Tripplite, TP-Link, FSP, Gembird, Microsoft, Kaspersky.

IT Knowledge

„აითი-ნოლიჯი“ საქართველოში IT სწავლების ბაზრის ლიდერი კომპანიაა. 2002 წლიდან დღემდე ის ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას და მუდმივად ნერგავს სიახლეებს IT სწავლების მიდგომაში. კომპანიის მიზანია საქართველოში სულ უფრო მეტი IT სპეციალისტის ჩამოყალიბება და მათი პროფესიონალიზმის მუდმივი ამაღლება.

Caucasus Yachts

კომპანია „Caucasus Yachts“ წარმოადგენს პრემიუმ კლასის იახტების, კატერების და საწყალოსნო სპორტის ერთადერთ მიმწოდებელს კავკასიის რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) და ყაზახეთში.
ჩვენ გთავაზობთ “რივას” პრესტიჟულ იახტებს, “ფერეტის” მაღალი ხარისხის დიდი და საშუალო ზომის კრუიზერებს, “პერშინგის” ფირმის სპორტულ და “ქასთომ ლაინის” ბრენდის სპეციალური შეკვეთით დამზადებულ მდიდრულ იახტებს. აგრეთვე მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ წყლის მოტოციკლეტის, ჰიდროციკლის ან უფრო მცირე ზომის კატერი შეძენაში წყლის სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის.

Lit.ge

lit.ge არის ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული წიგნების/პერიოდული გამოცემების შეძენისა და პირადი – დაცული ონლაინ ბიბლიოთეკის შექმნის სერვისებს.საიტზე შეძენილი წიგნის წაკითხვა შესაძლებელია იოტა რიდერის აპლიკაციების (Android, iOS, Mac (Apple), Windows) საშუალებით. 

შვილობილი კომპანიები

იუ-ჯი-თი ჯგუფის წარმატებას მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან პარტნიორული ურთიერთობა განაპირობებს. მათთან თანამშრომლობით მიღებული გამოცდილება საშუალებას აძლევს ჩვენს თითოეულ კომპანიას თანამედროვე ტენდენციების და სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზონ მომხმარებელს.

იუ-ჯი-თი ჯგუფის შესახებ

იუ-ჯი-თი ჯგუფი, რომელიც უკვე 20 წელია უწყვეტად იკავებს წამყვან პოზიციებს საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, დღეისათვის 9 კომპანიას აერთიანებს.

ჰოლდინგის ძირითად ბიზნეს მიმართულებას, დაარსების დღიდან, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე, სერვისებსა და კონსალტინგზე დამყარებული გადაწყვეტების შემუშავება წარმოადგენდა. დღეისათვის, კი ჯგუფის შემადგენლობაში საკმაოდ განსხვავებული ბიზნეს მიმართულებები შედის, რომელიც მოიცავს: ენერგო გადაწყვეტილებებს, ელექტრონულ წიგნებს, სასწავლო ცენტრს, სამედიცინო ტექნიკას, საბანკო გადაწყვეტილებებს და ტექნიკურ დეპო/სერვისისს.

2014 წლიდან იუ-ჯი-თი ჯგუფმა სრულიად ახალი მიმართულების განვითარება დაიწყო, საზღვაო ბიზნესში ჩაება და 2015 წელს Ferretti Group-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა.

იუ-ჯი-თი ჯგუფის 300 თანამშრომელი 20 წლიანი მოღვაწეობით დაგროვებული გამოცდილებით უზრუნველყოს კლიენტების მიერ დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებას. თავად ჯგუფში შემავალი თითოეული კომპანიის წარმატებას კი მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან პარტნიორობა, კვალიფიციური კადრები, მათი მაღალი პროფესიონალიზმი და მუდმივად განვითარებისკენ სწრაფვა განსაზღვრავს.

იუ–ჯი-თი ჯგუფის მენეჯმენტი

  • გიორგი ჭირაქაძე  -  პრეზიდენტი
  • სარა ვილიამსონი  -  ვიცე-პრეზიდენტი
  • ერმილე სულაძე  -  ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი
  • გიორგი მაისურაძე  -  ვიცე-პრეზიდენტი
  • გურამ ხოჯანაშვილი  -  ვიცე-პრეზიდენტი
  • შიო ხეცურიანი  -  ბიზნესის განვითარების დირექტორი
  • ინგა კუპატაძე  -  გენერალური დირექტორის მოადგილე, მარკეტინგის დირექტორი
  • ადამ გამყრელიძე  -  ფინანსური დირექტორი
1 2 3

პარტნიორები

იუ-ჯი-თი ჯგუფის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს  თითოეულ სფეროში მსოფლიო ლიდერ კომპანიებთან პარტნიორობა. მათთან თანამშრომლობა და მიღებული გამოცდილება ჩვენს კომპანიებს საშუალებას აძლევს მომხმარებელს შესთავაზონ თანამედროვე ტენდენციებისა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურება. 

სიახლეები

UGT „2017 წლის საუკეთესო სისტემური ინტეგრატორი“გახდა

საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონული კონფერენციის(GITI 2017) მე-10 საიუბილეო ღონისძებაზე UGT-ს „წლის საუკეთესო სისტემური ინტეგრატორი“-ს ჯილდო გადაეცა.აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვება “იუ-ჯი-თი“-მ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის შესრულებული უნიკალური, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტით მოიპოვა.UGT-ის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის (Oracle Extended Distance Real Application Cluster) საბოლოო მიზანი ორი სარკული მონაცემთა ცენტრის გაჩერების რისკების მინიმიზაცია იყო.
მეტი

აითი-ნოლიჯისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ერთობლივი პროექტი

დაიწყო აითი-ნოლიჯისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ერთობლივი პროექტი - ,,კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“.პროგრამის ფარგლებში, აჭარის დასაქმების სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებში მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებული 300 ბენეფიციარი, 2017 წლის ბოლომდე, გაივლის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ტრენერების მიერ მომზადებულ ტრენინგებს.დასაქმების სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგად მოხდა საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერების საჭიროებების მოკვლევა და აითი-ნოლიჯის მიერ შემუშავდა შემდეგი ტრენინგ მოდულები: მარკეტინგი და გაყიდვები; ადამიანური რესურსების მართვა; შრომითი და

კლიენტები

იუ-ჯი-თი ჯგუფის კლიენტების მრავალრიცხოვანი სია 400-ზე მეტ მოწინავე კომპანიას და სახელმწიფო ორგანიზაციას მოიცავს. ჩვენი კლიენტების რიცხვს მიეკუთვნებიან შემდეგი სფეროს წარმომადგენლები: საბანკო-საფინანსო, სატელეკომუნიკაციო, წარმოების, დისტრიბუციის, საცალო ვაჭრობის და სამშენებლო სექტორები; თავდაცვის, უსაფრთხოების, საფინანსო-ეკონომიკური რგოლის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სტრუქტურები.

კონტაქტი

ჭავჭავაძის გამზირი 17ე
+995(32) 2 220505
info@ugt.ge