UGT Group works daily to improve and increase professionalism of their employees

ანაზღაურებადი სტაჟირება IoT-ის მიმართულებით Resumes deadline: 01 February 2019

UGT GROUP-ში შემავალი კომპანია Nexy Tech ეძებს ინიციატივიან, სიახლეების ძიებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას IoT (Internet of Things) სტაჟიორის  პოზიციაზე  დამატებით ინფორმაციას IoT-ის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ, შემდეგ ბმულებზე - steves-internet-guide.com/internet-of-thingsyoutube.com/watch?v=QSIPNhOiMoE  ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: 

  • დარგის და კონკრეტული პოტენციური კლიენტის ბიზნეს და ტექნოლოგიური პროცესებში გარკვევის მიზნით ონლაინ და სხვა მასალების მოძიება, დარგის ექსპერტებისგან ინფორმაციის მიღება
  • მწარმოებლების მოძიება ინტერნეტში, გამოფენებზე დასწრებით და დარგის ექსპერტებთან გასაუბრებით.
  • მწარმოებლებთან ურთიერთების დამყარება, მათგან პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება - მათ შორის პროდუქტის პარამეტრების და ფასების.
  • პროდუქტების დანერგვისგან პოტენციური ეკონომიკური ან არამატერიალური ( საიმიჯო) სარგებელის გამოვლენა (მათ შორის ეკონომიკური დასაბუთების მომზადება)
  • ჩვენი კომპანიის ბიზნეს მენეჯერებსა და ტექნოლოგიურ ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობა.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ბიზნესის საფუძვლების ცოდნა - ბაზრის ანალიზის, მარკეტინგის, ბიზნეს გეგმის და პროდუქტის შემუშავების საფუძვლების ფლობა;
  • IT, ქსელური და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა;
  • სხვადსხვა დარგის ბიზნეს და ტექნოლოგიური პროცესებში გარკვევის სურვილი და უნარი
  • ინგლისურ ენაზე ზეპირი და ელექტრონული ფოსტით თავისუფალი ბიზნეს კომუნიკაციის უნარი

  საჭირო უნარ-ჩვევები: 

  • კარგი ანალიტიკური, წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

   დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე ugtgrouphr@ugt.ge არაუგვიანეს 1 თებერვლისა სათაურის ველში მიუთითეთ „IoT სტაჟიორი“

ბუღალტრის თანაშემწე Resumes deadline: 10 February 2019 EnSol

ენსოლი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე ენსოლი ენერგო ეფექტური გადაწყვეტების ლიდერი მიმწოდებელია იმ პროექტებისთვის, სადაც გარანტირებული ენერგო სისტემების მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ენსოლი გთავაზობთ დიზელის და გაზის გენერატორებს, რომელიც მორგებულია როგორც საწარმოზე, ისე ინდივიდუალურ მომხმარებელზე.  ძირითადი საქმიანობა:

  • რეალიზაციების პირველადი საბუთის შექმნა;
  • შესყიდვის პირველადი დოკუმენტაციის შექმნა;
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (შესაძლებელია მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი);
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Outlook, Word, PowerPoint).

  საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტიანი მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV მოგვაწოდოთ ელ ფოსტაზე: ugtgrouphr@ugt.ge სათაურის ველში მიუთითეთ  „ბუღალტრის თანაშემწე- Ensol”რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა: 10.02.2018თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში. გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 

სერვის მენეჯერი Resumes deadline: 22 December 2018 PCSHOP.GE

 კომპიუტერული მაღაზია PCSHOP.GE აცხადებს ვაკანსიასსერვის მენეჯერის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპიუტერის დიაგნოსტიკა;
  • პერსონალური კომპიუტერის აწყობა;
  • ოპერაციული სისტემების ჩაწერა და პროგრამულად გამართვა;
  • სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია.

  ცოდნა და გამოცდილება: 

  • კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის, ქსელის აპარატურის მახასიათებლების ცოდნა;
  • სასურველია უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

  სხვა მოთხოვნები: 

  • კომუნიკაბელობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

 განაცხადის მიღების ბოლოს ვადაა: 22.12.2018 ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: ugtgrouphr@ugt.ge   გთხოვთ, შინაარსის ველში მიუთითოთ: “PCSHOP.GE – სერვისების მენეჯერი“ თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება UGT GROUP-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 

ფინანსისტი Resumes deadline: 30 November 2018 EnSol

 ენსოლი აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე ენსოლი ენერგო ეფექტური გადაწყვეტების ლიდერი მიმწოდებელია იმ პროექტებისთვის, სადაც გარანტირებული ენერგო სისტემების მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ენსოლი გთავაზობთ დიზელის და გაზის გენერატორებს, რომელიც მორგებულია როგორც საწარმოზე, ისე ინდივიდუალურ მომხმარებელზე.  ძირითადი მოვალეობები: 

  • სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტის მომზადება;
  • წლიური ბიუჯეტის მომზადება და შესრულების კონტროლი;
  • უცხოური მომწოდებლების ბალანსების კონტროლი, გადარიცხვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  • ბუღალტრულ პროგრამასთან მუშაობა მონაცემების შეტანის, ამოღებისა და გაანალიზების კუთხით.

  აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • ფინანსისტად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (წერითი, ვერბალური);
  • ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.

 საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლის ათვისების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებული.

 დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე vacancy@ugt.ge არაუგვიანეს 30 ნოემბრისა. სათაურის ველში მიუთითეთ „ფინანსისტი“  თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება UGT GROUP-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!   

შესყიდვების მენეჯერი Resumes deadline: 06 December 2018

UGT ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე  შესყიდვების მენეჯერის ფუნქცია მოვალეობებში შედის როგორც მომწოდებლებთან, ასევე კლიენტებთან აქტიური და ეფექტიანი მუშაობა. მათი საჭიროებების განსაზღვრა და ოპტიმალური პირობების შეთავაზება. ახალი მომწოდებლების მოძიება და ბაზრის კვლევა.  ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: 

  • მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკება და აქტიური კომუნიკაცია;
  • შესყიდვების პროცესის სრული ციკლის დაგეგმვა, განხორციელება, კოორდინაცია და კონტროლი;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება (პროცედურები, გადასახადებები, მიწოდების პირობები);
  • აქტიური მუშაობა როგორც მომწოდებლებთან ასევე კლიენტებთან.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ვერბალური, წერითი);
  • სასურველია თურქული ენის ცოდნა;
  • აუცილებელია შესყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

 საჭირო უნარ-ჩვევები: 

  • კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე ugtgrouphr@ugt.ge არაუგვიანეს 6 დეკემბრისა. სათაურის ველში მიუთითეთ „შესყიდვების  მენეჯერი“  თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება UGT GROUP-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!